23:34 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 10:35:38, 378 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველო ცდილობს მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონში ვითარების დეესკალაციას

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

გიორგი მარგველაშვილმა  სომხეთს და აზერბაიჯანს დაძაბულობის მშვიდობიანად დასრულებისაკენ მოუწოდა.

„დღეს მე ხაზგასმით მინდა მოვუწოდო, კავკასიის რეგიონში ჩვენს მეზობლებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა, მშვიდობიანად განიტვირთოს ის გარემო, რომელიც სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრშია აქედან და მაქსიმალურად დიპლომატიური ხერხებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვით მოხერხდეს დაძაბულობისა და კონფლიქტის ნეიტრალიზება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არსებული  რთული ვითარებიდან გამომდინარე,  პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუდმივ კოორდინაციაშია და კონსულტაციებს გადის როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო მისიებთან. „არ ვაკლებთ ძალისხმევას იმას, რომ საქართველომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონში ვითარების დეესკალაციას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics