|
2016-04-04 17:40:45, 349 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელმარ მამედიაროვთან. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ დააფიქსირა უკიდურესი შეშფოთება უკანასკნელ დღეებში მთიან-ყარაბაღში დაშორიშორების ხაზზე სიტუაციის ესკალაციის გამო, რასაც, სამწუხაროდ, მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში. უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და მშვიდობის უზრუნველყოფა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სიტუაციის დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფად. დაგემილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბარი სომეხ კოლეგასთანაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)