|
2026-05-04 18:01:25, 878 ნახვა
საზოგადოება
“მოიწვიე ფინედუ კლასში” - საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს
ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში გლობალური ფულის კვირეული იმართება. ინიციატივის ფარგლებში კი საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლას სტუმრობენ და V–XII კლასის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების საკითხებზე სახალისო და ინტერაქციულ გაკვეთილებს ატარებენ. პროექტის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს, მიიღონ ეფექტური ფინანსური გადაწყვეტილებები, დასვან სწორი კითხვები და გამოიმუშაონ გონივრული ფინანსური ჩვევები. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ბანკის თანამშრომლები ესტუმრნენ და მე-10 კლასის მოსწავლეებთან ბიუჯეტირებაზე, დაზოგვასა და ინვესტირებაზე ისაუბრეს. „მჯერა, რომ ფინანსური წიგნიერება თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ფუნდამენტური უნარია, რომელიც ადრეული ასაკიდან უნდა ვითარდებოდეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პროექტში ჩართვა - მინდოდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებისთვის მარტივ და გასაგებ ენაზე გამეზიარებინა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მათი მაღალი ინტერესი და ჩართულობა - ისინი სვამდნენ პრაქტიკულ კითხვებს დაზოგვაზე, ინფლაციასა და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე. ვფიქრობ, ეს ცოდნა მათ დაეხმარება, მომავალში უფრო გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღონ და ფინანსური მედეგობა ჩამოაყალიბონ”, - აღნიშნავს შორენა ვახანია, სერვის ცენტრის მმართველის მოადგილე. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ პროცესში, სვამდნენ კითხვებს და ინტერესს იჩენდნენ ფინანსური თემების მიმართ. შორენას შეფასებით, მიღებული ცოდნა მათ მომავალში დაეხმარება უფრო გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში და დამოუკიდებლობისკენ ნაბიჯების გადადგმაში. ინფორმაციისთვის, ინიციატივა წარმოადგენს ფულის გლობალური კვირეულის ნაწილს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროგრამის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)