12:24 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-02 20:18:18, 1684 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ

გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. 

„ჩვენ ყველაფერს დეტალურად ვაფიქსირებთ და სიტუაციას ვაკონტროლებთ. საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა საკუთარი ხალხისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

„ყველამ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებებშია ჩაბმული, ეს უნდა გაიგოს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics