10:36 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-24 19:24:23, 2391 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა

მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაში - ტრივია გრძელდება.

ამჯერად, საქართველოს ბანკმა, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, sCoolApp-ის ტრივიას მარკეტში ახალი ვაუჩერები დაამატა - ბიბლუსის 1,000 ცალი 50 და 20 ლარიანი, XS Toys-ის 100 ლარიანი და პეპელას 50 ლარიანი ვაუჩერები. დაგროვილი მონეტების გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ შესაბამისი ვაუჩერების მიღებას.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონზე საქართველოს ბანკი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სკოლა დაამატონ და კლასელებთან ერთად იასპარეზონ.

მოსწავლეებს შეუძლიათ აპლიკაციაში საკუთარი სკოლის მითითება და კლასელებთან ერთად საერთო შედეგისთვის ბრძოლა.  შეჯიბრების მთავარი პრინციპი ვარსკვლავებზეა დაფუძნებული: მონაწილეებმა ყოველდღიურად ხუთ კითხვას უნდა უპასუხონ, რითაც ვარსკვლავებსა და მონეტებს დააგროვებენ.  სკოლის შედეგი მოსწავლეების საშუალო ვარსკვლავების რაოდენობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, წარმატებისთვის თითოეული მოთამაშის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ლიდერბორდზე ქვეყნის მასშტაბით TOP 10 სკოლა გამოჩნდება - რაც თამაშს დამატებით მოტივაციასა და ჯანსაღ კონკურენციას მატებს.

თუ თქვენს შვილს sCoolApp ჯერ არ აქვს, გადმოწერეთ მარტივად, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით შანსი, ცოდნა ნამდვილ საგანძურად აქციოს!





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics