15:39 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-24 12:08:06, 2421 ნახვა

პოლიტიკა
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს

საქართველოს პენცენტრი ეხმაურება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ზვიად რატიანს თავისუფლების აღკვეთის პირობები განესაზღვრა. ცნობისთვის, ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის.

"პენ საქართველო და ქართველი მწერლები, გამომცემლები და ლიტერატორები გმობენ მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექციის გადაწყვეტილებას, რომლითაც სინდისის პატიმარს, პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ფორმად მკაცრი რეჟიმი განესაზღვრა, რაც მისთვის პაემნების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი ისედაც მკაცრი რეჟიმის პირობებში, სამარტოო საკანში იხდის სასჯელს და მას არასდროს დაურღვევია ციხის შინაგანაწესი.

დოკუმენტში, რომელიც ზვიად რატიანმა ციხის ადმინისტრაციისგან 6 აპრილს მიიღო, აღნიშნულია, რომ ის „საშიშროების მომეტებული რისკის“ მქონე პატიმარია და ეს გადაწყვეტილება “საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო სხდომაზე“ იქნა მიღებული.

ზვიად რატიანის ადვოკატები გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა, მანამდე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჩვენი დროის საუკეთესო ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს. მისი უკანონო პატიმრობა აუცილებლად დარჩება ქვეყნის ისტორიაში, როგორც უკიდურესად სამარცხვინო ფურცელი", - ვკითხულობთ განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics