|
2016-03-31 13:23:22, 397 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: მადლობა ღმერთს, რომ რუსეთი ვერ მართავს ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირს
მადლობა ღმერთს, რომ რუსეთი ვერ მართავს ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირს, - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნატოში რუსეთის ელჩის ალექსანდრე გრუშკოს განცხადებას. ბაქრაძის შეფასებით, ნატო და ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ გაუარესდეს ვითარება. „მადლობა ღმერთს, რომ რუსეთი ვერ მართავს ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირს, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ნატო-მ და ევროკავშირმა, ისინი არ დაუშვებენ ისეთ მოვლენებს, რომ გაუარესდეს მდგომარეობა, პირიქით, თუ ჩვენ ვყურებთ, როგორ მოქმედებს ნატო ცალკე, ევროკავშირი ცალკე, ამ ურთიერთთანამშრომლობით, ვხედავთ, რომ სადაც ნატო და ევროკავშირია, იქ არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითრება, დემოკრატია, დაველოდოთ მოვლენებს, საქართველო თავის საშიანო დავალებებს ასრულებს როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს გაწევრიანება, როგორც ერთ, ისე მეორე ორგანიზაციაში, იქნება მშვიდობის და სტაბილურობის მომტანი კავკასიაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, ნატო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე გრუშენკომ ტელეკომპანია "როსია 24"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება "ევროპაში სიტუაციას ააფეთქებს და წარმოუდგენელი კრიზისის ზღვარზე დააყენებს". "წარმოუდგენელია სიტუაცია, რომ ამ ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანების იმედი ჰქონდეთ", - განაცხადა გრუშკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)