|
2016-03-30 18:41:44, 399 ნახვა
პოლიტიკა
ფილიპ ჰამონდი: კონფლიქტი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება
„ვადევნებთ თვალყურს - კონფლიქტი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება“,-ამის შესახებ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მიუღებელი ქცევა უკრაინაში, ხაზს უსვამს მის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების ნაკლებ პატივისცემას. „ვადევნებთ თვალყურს- კონფლიქტი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება. რუსეთის მიუღებელი ქცევა უკრაინაში ხაზსს უსვამს კანონის უზენაესობის ნაკლებად პატივისცემას.საქართველო მყარი უნდა დარჩეს თავის გადაწყვეტილებაში - მხარი დაუჭიროს მშვიდობას მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ფილიპ ჰამონდმა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას აფასებს. „ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-სთან დაკავშირებით. საქართველომ გლობალურ საოპერაციო ქმედებებში თავისი წვლილი შეიტანა. მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიაღწია და ასევე ხორციელდება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება. საქართველო გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი დემოკრატიულ მოდელზე. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს დამოუკიდებლობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს მართლაც ახლო ორმხრივი ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის ყოველწლიური ორმხრივი დიალოგი ხორციელდება და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დადებითად შევაფასო პირველი შეხვედრა გასულ წელს ბატონ პრემიერმინისტრთან. რასაკვირველია, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოხდება გაფართოება ამ ურთიერთობების და დიდი ბრიტანეთი ნდობას უცხადებს საქართველოსა და აზერბაიჯანს, როგორც კომერციულ პარტნიორებს. ჩვენ მივესალმებით რეგიონულ თანამშრომლობას.საქართველომ მართლაც უზარმაზარ პროგრესს მიაღწია ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით. ყველაზე მარტივი ქვეყანა გახლავთ საქართველო ბიზნესის საწარმოებლად და კორუფციის ბრძოლის კუთხით. ეს მაჩვენებლი ზრდის საქართველოს პოტენციალს, როგორც ცენტრს, აზიასა და ევროპას შორის. მე შევუერთდები სამხრეთ კავკასიის კოალიციის შეხვედრას და კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება საქართველოს რეგიონულ თანამშრომლობას“, -აღნიშნა ფილიპ ჰამონდმა.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)