|
2016-03-30 18:23:25, 396 ნახვა
პოლიტიკა
ჰამონდი: საქართველოს გამჭვირვალობის კუთხით მაღალი დონის რეპუტაცია აქვს და ის საარჩევნო პერიოდში უნდა შეინარჩუნოს
„ვინაიდან ახლოვდება არჩევნები, მოვუწოდებთ საქართველოს, რომ გაზარდოს პროგრესი თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის კუთხით და ხელი შეეწყოს სამართლიან არჩევნებს“ ,- ამის შესახებ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს გამჭვირვალობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანი რეპუტაცია გააცნია, რაც საარჩევნო პერიოდში უნდა შეინარჩუნოს. „ვინაიდან ახლოვდება არჩევნები, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, რომ გაზარდოს პროგრესი თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის კუთხით და ხელი შეეწყოს სამართლიან არჩევნებს. საქართველოს მართლაც გააჩნია მნიშვნელოვანი რეპუტაცია გამჭვირვალობის კუთხით და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეგიონში და საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აუცილებელია, რომ დაიცვას და შეინარჩუნოს ასეთი მაღალი დონის რეპუტაცია“ ,-განაცხადა ფილიპ ჰამონდმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)