18:22 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 16:10:22, 387 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური პარასკევს პარლამენტის სხდომას ვერ დაესწრება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის პარასკევს პარლამენტის პლენარულ სხდომას ვერ დაესწრება.

ამის შესახებ გომელაურმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

გომელაურის თქმით, ის მზად იყო ყველა დეპუტატის შეკითხვისთვის პასუხი გაეცა.

„ჩამოვედი თბილისიდან იმისთვის, რომ კითხვებზე პასუხები გამეცა და წარმედგინა ჩემი ანგარიში პარლამენტის დეპუტატებისთვის. ყველა დეპუტატს პატივს ვცემ, იქნება ეს ოპოზიცია თუ პოზიცია და ამიტომ ვარ აქ. პარასკევს მე ვერ ჩამოვალ“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში დეპუტატებს გომელაურის ანგარიში უნდა მოესმინათ. სხდომა არასაკმარისი კვორუმის გამო ჩაიშალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics