|
2026-02-26 16:40:00, 5783 ნახვა
ეკონომიკა
კომპანიებს მძღოლების და კურიერების პოზიციაზე კადრების მოძიება და შენარჩუნება უჭირთ
კომპანიებს მძღოლების და კურიერების პოზიციაზე კადრების მოძიება და შენარჩუნება უჭირთ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში hr ge-ის ვებგანყოფილების გაყიდვების დირექტორმა. "2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ჯამური ვაკანსიების რაოდენობა 7%-ით შემცირდა, თუმცა მძღოლების, კურიერებისა და გიდების მიმართულებით მცირე, დაახლოებით 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ეს ზრდა რაოდენობრივად დიდი არ ყოფილა, წლის განმავლობაში დაახლოებით 500 მძღოლის, 400 კურიერის და მხოლოდ 30-მდე გიდის ვაკანსია გამოცხადდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ვაკანსიები ხშირად არ არის უნიკალური, კომპანიები იმავე პოზიციებს თვიდან თვემდე ხელახლა აცხადებენ, რადგან კადრების მოძიება და შენარჩუნება უჭირთ, განსაკუთრებით მაღალი დენადობის გამო. მძღოლის ვაკანსიების დაახლოებით 60% სადისტრიბუციო კომპანიებზე მოდის, სადაც ხშირად დამატებითი კვალიფიკაციაა საჭირო, მაგალითად, C კატეგორიის მართვის მოწმობა. დანარჩენი 40% ნაწილდება პირადი მძღოლისა და ტაქსის სეგმენტზე, სადაც კადრების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავეა. კურიერების შემთხვევაში, ვაკანსიებს ძირითადად მსხვილი საკურიერო კომპანიები აცხადებენ, თუმცა აქტიურობენ მცირე B2B საკურიერო სერვისებიც. ამ სფეროშიც კომპანიებს ერთჯერადი გამოცხადებით საჭირო რაოდენობის თანამშრომლის მოძიება იშვიათად გამოსდით, რის გამოც ვაკანსიების რეგულარული განახლება ხდება. 2026 წლის მიმდინარე მდგომარეობით, გამოცხადებულია დაახლოებით 40 მძღოლის, 25 კურიერის და მხოლოდ 2 გიდის ვაკანსია. გიდის პოზიციები შედარებით იშვიათად ქვეყნდება, რადგან ტურისტული კომპანიები ხშირად კადრებს რეკომენდაციებისა და პირადი კონტაქტების მეშვეობით არჩევენ. რაც შეეხება კანდიდატების ბაზას, ამჟამად 150 000-ზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელია, ყოველდღიურად ემატება 100–120 ახალი კანდიდატი, მათ შორის დღეში დაახლოებით 2–3 უცხოელი. უცხოელი კანდიდატების ძირითადი ინტერესიც სწორედ მძღოლისა და კურიერის პოზიციებს უკავშირდება, რაც მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარეობს. ანაზღაურება ვაკანსიების მხოლოდ დაახლოებით 35%-შია მითითებული, ხოლო მძღოლისა და კურიერის პოზიციებზე ეს პრაქტიკა შედარებით იშვიათია და ძირითადად მხოლოდ მსხვილი პლატფორმები უთითებენ შესაძლო შემოსავლის დიაპაზონს“ | განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში hr.ge-ის ვებგანყოფილების გაყიდვების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)