|
2026-02-23 14:08:49, 3626 ნახვა
ეკონომიკა
ივანიშვილის პრემიერი დარწმუნებულია, რომ 2-ჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში ამიტომ სიღარიბე მცირდება
2-ჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში, ეს ნიშნავს იმას, რომ 2-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო არის 21,3 პროცენტიდან სიღარიბის მაჩვენებელი 9,4 პროცენტამდე ჩამოსული, - ამის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ივანიშვილის პარტიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკა 2020 წლის შემდეგ, 50 მილიარდიდან 104 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. „ეკონომიკის ზრდა ნიშნავს - მაგალითად, რომ ნახოთ საშემოსავლო გადასახადის გადახდის მაჩვენებელი, ჩვენი მოქალაქეები ორჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს იხდიან, ვიდრე იხდიდნენ 2020 წელს, ანუ მათი შემოსავლები ორჯერ გაიზარდა. შემდეგ, არსებობს მეთოდოლოგია, რომელიც არის შეჯერებული მსოფლიო ბანკთან, ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, სიღარიბის მაჩვენებელი 2020 წელს იყო 21,3 პროცენტი და ახლა არის 9,4. საშემოსავლო გადასახადს იხდიან 2-ჯერ მეტს. 2-ჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში, ეს ნიშნავს იმას, რომ 2-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო არის 21,3 პროცენტიდან ჩამოსული სიღარიბის მაჩვენებელი 9,4 პროცენტამდე. ეს არის ასახული ასევე ბიზნესის ბრუნვაში ინვესტიციებში და ა.შ. საბოლოო ჯამში ძალიან კონკრეტული მყარი ინფორმაცია არსებობს, რომელიც ვერ დამახინჯდება, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოში გვაქვს პროგრესი. თუმცა საქართველოში კვლავაც არის 350 ათასი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ეს მაჩვენებელი გავანულოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)