|
2016-03-29 19:05:02, 1141 ნახვა
ეკონომიკა
ლეგენდარული "ბავარია" ქართულ ბაზარზე შემოვიდა
ლუდის ლეგენდარული ბრენდის-"ბავარიის" მწარმოებელი ქვეყნების მსოფლიო რუკას საქართველო შეემატა. "ზედაზენი" საქართველოში და მთლიანად რეგიონში ლუდი "ბავარიის" ოფიციალური და ექსკლუზიური მწარმოებელი გახდა. ამ ბრენდის საქართველოში ჩამოსხმულ ლუდს უკვე ადგილობრივი მოყვარულები დააგემოვნებენ. აღსანიშნავია, რომ "ბავარიამ" კომპანია "ზედაზენისთვის" უპრეცედენტო გამონაკლისი დაუშვა. საქართველოში ბავარიის ოჯახის მეშვიდე თაობის წარმომადგენელი Peer Swinkels იმყოფება, რომელმაც მთაწმინდაზე რესტორან "ფუნიკულიორში" საქართველოში ჩამოსხმული ლუდი დააგემოვნა. "ჩვენი პროდუქცია იყიდება თითქმის მთელ მსოფლიოში, კერძოდ, 120 ქვეყანაში. ჩვენ ასევე ვაწარმოებთ ჩვენ პროდუქციას რამდენიმე ქვეყანაში. საქართველოში ჩვენი ახალი პროდუქცია წარმოვადგინეთ, რათა ქართველი მომხმარებლისთვის ის უფრო ნაცნობი და ხელმისაწვდომი გახდეს",-განაცხადა Peer Swinkels-მა. კომპანია "ზედაზენის" გენერალური დირექტორის ვასილ სულხანიშვილის განცხადებით, "ბავარია" საქართველოს ბაზარმა დააინტერესა. "კერძოდ, ისეთი მაღალი ტექნოლოგიების ქარხანამ, როგორიც "ზედაზენია". ძლიან მოეწონათ დანადგარები, ხარისხი, კომპანიის სწრაფი განვითარება დროის ესოდენ მცირე მონაკვეთში. ჩვენმა ქარხანამ ვალიდაცია გაიარა და მოგვცეს უფლება, ლუდი ჩამოვასხათ როგორც შუშაში, ასევე პეტსა და ქილაში",-აღნიშნა ვასილ სულხანიშვილმა. რაც შეეხება ფასს, ვასილ სულხანიშვილის თქმით, საქართველოში ჩამოსხმული "ბავარია" იმპორტირებული ლუდის ფასის დაახლოებით ნახევარი ეღირება. "მნიშვნელოვანია, რომ არ არის იმპორტირებული. ცოცხალი ლუდია, ბაზარზე მომხმარებელთან მივა ძალიან მოკლე ვადაში, როგორც კი ლუდი დამზადდება, დაახლოებით, ერთი ვკირის განმავლოვაში იქნება მომხარებელთან, როცა იმპორტის შემთხვევაში ხდებოდა ხოლმე ამის დაყოვნება, საბაჟოების გავლა და ა.შ. მეორე მნიშვნელოვანი "ზედაზენისთვის" არის ის, რომ ჩვენ ჩამოვასხამთ და მივაწვდით აზერბაიჯანსა და სასომხეთის რეგიონებს, ანუ აქედან იქნება იმპორტირებული, რაც არის ეკონომიკისთვის და ჩვენი კომპანიისთვის კარგი. "ბავარიას" ქარხნები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია, რომელთაგან მხოლოდ ერთი ქარხანა წელიწადში 6 მილიონ ჰექტოლიტრ ლუდის რეალიზაციას ახდენს. "ბავარია" პირველი უცხოური ბრენდია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში 90-იანი წლებიდან იყო განვითარებული და მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო. "ბავარია" პილსნერის ტიპის ლუდია, რომელიც სადღეისოდ მომხმარებელთა მთავარ მეინსტრიმს წარმოადგენს. მისი სიმწარე ქართველ მომხმარებელზეა ადაპტირებული. იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტირებულ ლუდზე ძალიან მაღალი ფასი გამოდის, გადავწყვიტეთ, იგი ადგილობრივად ჩამოგვესხა, რათა მომხმარებელს გავუიაფოთ და უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მისთვის ეს მაღალხარისხოვანი ლუდი. 24 მარტიდან უკვე ქსელშია შეტანილი. კვირის ბოლომდე ყველა მაღაზიაში იქნება", - განაცხადა ვასილ სულხანიშვილმა.
(R)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)