|
2026-02-06 20:11:31, 9685 ნახვა
სხვადასხვა
tv იმედის 50 % წილის მფლობელი ილია მიქელაიშვილი გახდა, პროპაგანდისტული ონლაინ მედიის დირექტორი
ტელეკომპანია "იმედს" ახალი მფლობელი ჰყავს, ირაკლი რუხაძემ, რომელიც აქამდე ტელევიზიის აქციების 100% -ის მფლობელი იყო, "იმედში" წილი დათმო. განცხადების მიხედვით, რომელიც ჰანიველ პარტნიორმა გაავრცელა, იმედის აქციების 50 % წილის მფლობელი, შპს პრაიმ მედია გლობალი ხდება, რომელის 100%-იან წილს, ილია მათიაშვილი ფლობს. იმედის აქციების 50%-ს მოქმედი დირექტორი მაკა ლომიძე და მისი 4 მოადგილე გადაიფორმებენ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ იმედის ახალი მფლობელის მოძებნა რთული იყო.
ილია მიქელაიშვილი შპს „პირველისა“ და „მედიაჰაბი სეილსჰაუსი“ დამფუძნებელი და დირექტორია. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბმა“ სახელმწიფო ტენდერებში აქტიურად მიიღო მონაწილეობა. 2025 წლის 18 სექტემბრის მონაცემებით, კომპანიამ 32 ტენდერი მოიგო, საერთო ღირებულებით 2.6 მლნ ლარი. კვლევა ასახავს, რომ დაფინანსებული მედია თანმიმდევრულად ავრცელებს „ქართული ოცნების“ გზავნილებს, მონაწილეობს ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიებში და იყენებს პოლიტიკურ რეკლამას. მაგალითად, ნიუსჰაბის ფეისბუქგვერდზე 2020–2025 წლებში 1,721 პოლიტიკური რეკლამა განთავსდა, 25.4 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულებით. კვლევის მიხედვით, ლოიალური მედიის დაფინანსების სქემა წარმოადგენს ხელისუფლების მიზანს, დამოუკიდებელი ონლაინ მედიის ჩანაცვლებას პარტიასთან დაკავშირებული სააგენტოებით.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)