|
2025-12-29 22:07:56, 9172 ნახვა
კომენტარი
ზელენსკი - ერთობლივად შევებრძოლოთ რუსეთის მცდელობებს, ჩაშალოს დიპლომატიური პროცესები
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ელაპარაკა გერმანიის კანცლერს ფრიდრიც მერცს, ედგარს რინკევიჩსა და ალეწსანდრ სტუბს. პრეზიდენტი ზელენსკი ეხმაურება რუსების ბრალდებებს და წერს, რომ დასავლეთის დაზვერვა რეალურ მონაცემებს ფლობს "განვიხილეთ შეხვედრების შედეგები პრეზიდენტ ტრამპთან და მის გუნდთან. ვემზადებით ახალ შეხვედრებისთვის ევროპაში და მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მაქსიმალურად სიღრმისეული და რიმ ერთობლივად შევებრძოლოთ რუსეთის მცდელობებს, ჩაშალოს დიპლომატიური პროცესები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ავრცელებს ფეიკებს უკრაინაზე თავდასხმების გასამართლებლად და ომის გაგრძელებისთვის, მსოფლიოს წამყვან დაზვერვით სამსახურებს აქვთ რეალური ინფორმაცია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სერგეი ლავროვის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. თავდაცვის უწყების ბოლო საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, ნოვგოროდში ღამით საჰაერო სისტემებით 18 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, ლავროვი კი ამტკიცებდა, რომ პუტინის რეზიდენციაზე უკრაინელებმა შეტევის მიტანა 91 დრონით სცადეს და ყველა გაანადგურეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 29 დეკემბრის ღამეს ნოვგოროდის რეგიონში ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე მასშტაბური თავდასხმის განხორციელება სცადეს დრონების გამოყენებით. მან განაცხადა, რომ დარტყმაში 91 დრონი გამოიყენეს. „ყველა [უკრაინული] უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. არ არსებობს ინფორმაცია მსხვერპლის ან უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების დაზიანების შესახებ“, - განაცხადა ლავროვმა (ციტირებულია TASS-ის მიერ).
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)