|
2025-12-27 00:19:50, 6732 ნახვა
ეკონომიკა
სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში
საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის ციფრული საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკს მნიშვნელოვანი ახალი ფუნქციონალები დაემატა. განახლებები მიზნად ფინანსების მართვის პროცესის კიდევ უფრო გამარტივებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას ისახავს. ძირითადი სიახლეები ბიზნეს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ყოველთვის ახალ ბიზნეს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში სრულად ციფრულად ხელმისაწვდომია უზრუნველყოფილი სხარტი ბიზნეს სესხი. ამჯერად კი ბიზნესს შეუძლია, არსებული უზრუნველყოფის ფარგლებში გაზრდილი ლიმიტით, 500 000 ლარამდე თანხა მოითხოვოს და ციფრულად გაიაროს დამტკიცების და თანხის მიღების პროცესი. ბიზნეს ინტერნეტბანკი მომხმარებლებს განახლებული დიზაინით და გამარტივებული გამოცდილებით ხვდება. დაემატა მუქი რეჟიმი (Dark Mode), გაუმჯობესდა ნავიგაცია და განახლდა შეთავაზებების გვერდი, რომელიც ახლა უფრო მეტად ინტუიციურია და ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც B2B, ისე ფინანსურ შეთავაზებებს. ამასთანავე გამარტივდა ვალუტის კონვერტაციის პროცესი. მომხმარებელი ახლა მარტივად ხედავს ბანკის კურსს, ციფრული არხის კურსს და მათ შორის საკუთარ სარგებელს. გადარიცხვების მიმართულებას ინოვაციური ფუნქციონალი დაემატა. მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს ინვოისი ფოტოს სახით, რომელსაც სისტემა AI-ის მეშვეობით წაიკითხავს და გადარიცხვის ფორმას ავტომატურად შეავსებს ეს ფუნქცია ამცირებს შეცდომების რისკს და მნიშვნელოვნად ზოგავს ბიზნესის დროს. ყოველთვის ახალი ბიზნეს მობილბანკი და ინტერნეტბანკი - ამ პრინციპით, საქართველოს ბანკის ციფრული არხები ეტაპობრივად ფართოვდება და როგორც დაფინანსებაზე, ისე ფინანსური მართვის ინსტრუმენტებზე წვდომას ბიზნესს ერთ სივრცეში აძლევს. გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან ისარგებლეთ ინტერნეტბანკით ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ 2 წუთზე ნაკლებ დროში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)