|
2016-03-27 12:59:28, 613 ნახვა
საზოგადოება
სოფელ დუისში საირიგაციო არხის რეაბილიტაცია განხორციელდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში იმყოფებოდნენ, სადაც აღდგენილი საირიგაციო არხი დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საირიგაციო სისტემის მოწესრიგების თხოვნით, პანკისის ხეობის მოსახლეობამ სოფლის მეურნეობის მინისტრს 16 მარტს, სოფელ დუისში გამართულ შეხვედრაზე მიმართეს. უწყების ინფორმაციით, ოთარ დანელია ადგილობრივებს პრობლემის დაჩქარებულ ვადებში მოგვარებას დაჰპირდა. სარყწავი სისტემის მონაკვეთი, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 წელია არ ჩატარებულა, დღეისათვის უკვე აღდგენილია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ, დუისის ტერიტორიაზე არხის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, მოეწყო სათავე ნაგებობა და სარეგულაციო ფარი. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მიმდინარე წელს, სარწყავი სეზონისათვის სოფელ დუისში 70 ჰექტარი მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი იქნება. ხეობაში სამელიორაციო პროექტების განხორციელება ეტაპობრივად გაგრძელდება. „ჩვენთვის პრიორიტეტულია საზღვრისპირა და მაღალმთიანი სოფლების ხელშეწყობა. რამდენიმე დღის წინ, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრისას სარწყავი წყლის პრობლემა წამოიჭრა, ჩვენ სამუშაოები ჩავატარეთ და დღეს, არხში წყალი უკვე გაეშვა. პანკისის ხეობაში სოფლის მეურნეობის კუთხით ძალიან დიდი რესურსია და შესაძლებელია საინტერესო პროექტების განხორციელება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი დაინტერესებაა ახალგაზრდების მხრიდან და ვეცდებით, მათთვის საინტერესო პროექტები განვახორციელოთ,“ -აღნიშნა ოთარ დანელიამ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ კახეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე სამელირაციო ინფრასტრუქტურის 25 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა, მათ შორის 3 პროექტი ახმეტის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 2012 წლიდან დღემდე წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი კახეთის რეგიონში 6 000 ჰექტრიდან 13 600 ჰექტრამდე გაიზარდა. კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ პანკისის ხეობაში ყოველდღიურად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. მიუხდავად ამისა, საქმე მაინც ბევრია. სამუშაოები მუდმივად გაგრძელდება და პანკისის ხეობა ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული კუთხე გახდება. როგორც პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა, ხასო ხანგოშვილმა აღნიშნა, დასაფასებელია, რომ მინისტრმა დანაპირები შეასრულა და სარწყავი წყლის პრობლემა მოკლე დროში მოგვიგვარა. აღნიშნული არხი არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვისთვის გამოიყენება, არამედ 5 წისქვილს აწვდის წყალს. შესაბამისად, ხეობის მოსახლეობისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. შეხვედრის ბოლოს პანკისის ხეობის მოსახლეობამ სტუმრების საპატივცემულოდ დოღი გამართა.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)