2016-03-26 17:03:53, 644 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევს აპრილის ბოლომდე 10 განახლებული სტადიონი შეემატება
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ერთი თვის განმავლობაში რაიონის კიდევ 10 სტადიონს დაუბრუნდება ფუნქცია.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოედნებზე მიმდინარეობს ხელოვნური მწვანე საფარის დაგება, იცვლება კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები. არსებული ლითონის კონსტრუქციები იცვლება ახალი, თანამედროვე ლითონისა და პლასტმასის შერეული კონსტრუქციებით.
მიმდინარე წელს სამუშაოები უკვე დასრულებულია 3 სპორტულ მოედანზე. ამ დროისათვის 3 სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, უახლოეს დღეებში დაიწყება 4 სპორტული მოედნის აღდგენა.
პროექტების საერთო ღირებულება 192 243 ლარია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან