|
2025-11-25 12:53:41, 1910 ნახვა
საზოგადოება
ნუ მიატოვებ სურვილებს - აისრულე თიბისი განაწილებით
გიფიქრია, რომ ადამიანებს ხშირად სწორედ ის ფიქრები გვაწუხებს, რომლებიც ხმამაღლა არ გავაჟღერეთ? გვაწუხებს სიტყვები, რომლებიც არ ვთქვით. ქუჩები, რომლებზეც არ გავისეირნეთ. ლამაზი ტანსაცმელი, რომელიც არ ჩავიცვით. და, რაც მთავარია, სურვილები, რომლებიც ვერ ავისრულეთ. გაიხსენე, რამდენჯერ დგახარ შენი საყვარელი მაღაზიის გასახდელში, მას შემდეგ, რაც საათობით ზუსტად იმ ერთ ნივთს ეძებდი, იდეალურად, რომ მოირგე, და შეძენაზე მაინც უარი გითქვამს. შეიძლება იმიტომ, რომ საკმარისი თანხა არ გქონდა ან, როცა ბავშვისთვის უამრავი რამ გქონდა საყიდელი, უბრალოდ ჩათვალე, რომ შენს “გონივრულ ხარჯებში” საკუთარი თავის განებივრება ახლა არ შედიოდა. წარმოიდგინე, რამდენი ასეთი მიტოვებული ნივთი დაგიგროვდა ამდენი ხნის განმავლობაში, რომელიც კვირების და თვეების შემდეგ თავს სხვადასხვა ადგილას თავისებურად გახსენებს. ბავშვის განყოფილებაში მიტოვებული ქალის ფეხსაცმელი, ქალის ნივთებში დაგდებული მამაკაცის პიჯაკი და კიდევ უამრავი სურვილი, რომლებთან განშორებაც ძალიან გაგიჭირდა. რამდენჯერ გიფიქრია რომ იმ აპარატით მომზადებული ყავის დალევის შემდეგ, შენი დღე სულ სხვანაირად დაიწყებოდა. ან სულაც, წვეულებაზე წასვლის წინ რამდენჯერ გიგრძნია, რომ ახლა სწორედ ის კაბა უნდა მოგერგო, შენს საღამოს დაუვიწყარს რომ გახდიდა. ეს სიტყვები - “იქნებ უნდა მეყიდა?” - ჩნდება ათასჯერ, რადგან იცი - სულ სხვანაირი იქნებოდი შენ იმ კაბაში, პიჯაკში, მაისურში, ახალ სუნამოსა და ახალ ტუჩსაცხში… ამიტომ, რადგან მაღაზიებში სიარულისას მსგავს დილემაში ყოველთვის აღმოჩნდები და განშორებული ნივთები თავს დღის სხვადასხვა სიტუაციებში მოუსვენრად გახსენებენ, თიბისი განაწილება შენი საყვარელი შოპინგ პარტნიორი გახდება. აქამდე თუ რაიმეს ყიდვა ყოველთვის რთული არჩევანის წინაშე გაყენებდა და შოპინგი ყოველ ჯერზე საკუთარი თავისთვის უარის თქმას ნიშნავდა, თიბისი განაწილება ყველაზე ემოციურ მომენტშიც კი საუკეთესო გამოსავალს მოგაძებნინებს. განაწილებასთან ერთად აღარ მოგიწევს იმაზე ფიქრი, როგორი სრულყოფილი იქნებოდა შენი ლუქი ის პიჯაკი რომ შეგეძინა ან რა თავგადასავლები გადაგხდებოდა ახალი თხილამურებით. დღეს უკვე სალაროსთან მისულმა შეგიძლია დანაშაულის გრძნობის გარეშე იყიდო ის ნივთი, რომელიც უკვე თვეებია თავში გიტრიალებს და თანხა 4 თვეზე თანაბრად გაანაწილო. ეფექტური 0%-ით, ანუ გადაიხადო ზუსტად იმდენი, რამდენიც ღირს ნივთი, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე - არ თქვა უარი სასურველ ნივთზე, გამოიყენე განაწილება. სწორედ ამიტომ იქცა თიბისი განაწილება მომხმარებლის საყვარელ პროდუქტად, რადგან ფასის გამო ნივთთან განშორება უკვე აღარ გიწევს და განაწილებით, სრულიად ჯადოსნურად და ყველაზე მარტივად გადაწყვეტ იმას, რაც რატომღაც ძალიან გვირთულდება ხოლმე - ჩვენი თავისთვის სურვილების ასრულებას.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)