|
2016-03-25 15:31:24, 1111 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძემ "ჭაობის დასახლებაში" ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქალაქის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად, ე.წ "ჭაობის დასახლებაში" ქუჩების კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები ერთდროულად 5 ბრიგადის მიერ ხორციელდება. პროექტის ღირებულებაა 18 941 041 ლარია, დასრულების საბოლოო ვადა კი 2018 წელი. საერთო ჯამში მოეწყობა 10 კმ-მდე ქუჩა, დაეგება დაახლოებით 120000 კვ.მ. ასფალტის საფარი. „მთლიანად პროექტის ფარგლებში განხორციელდება 25 ქუჩის და ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია, მათ შორის 19 ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრიბოედოვის ქუჩის მონაკვეთი მოასფალტება - ჭავჭავაძის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე და პუშკინის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე. ეწყობა ბორდიურები და ტროტუარები, იგება 2 შრიანი დეკორატიული ფილები სადაც გათვალისწინებულია ველო ბილიკი და უსინათლოთა ბილიკები. ყველა ქუჩა იქნება ადაპტირებული შშმ პირებისათვის. ასფალტის საფარი იგება ასევე, პუშკინის ქუჩაზე - ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე და ლერმონტოვის ქუჩაზე - გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე, პარალელურად ქუჩის ამ მონაკვეთებში მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობისა და ფილების დაგების სამუშაოები. რაც შეეხება უკვე დასრულებულ სამუშაოებს, სანიაღვრე სისტემის მოწყობა დასრულდა თაყაიშვილის ქუჩაზე - გიორგი ბრწყინვალეს ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე ნაწილში, ასევე დასრულებულია სანიაღვრე სისტემების მოწყობა პუშკინის ქუჩაზე - გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე, თაყაიშვილის ქუჩიდან ს. ხიმშიაშვილის ქუჩამდე, ს. ხიმშიაშვილის ქუჩიდან ჰ. აბაშიძის ქუჩამდე, მელიქიშვილის ქუჩიდან ჰ. აბაშიძის ქუჩამდე, დარჩენილია გვერდითი მიმღები ჭების მოწყობა და დაერთება ცენტრალურ სანიაღვრე არხთან. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ზიმო-7", ქვეკონტრაქტორები შპს „გზები", შპს „ბონდი-2009"“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)