|
2016-03-24 18:28:21, 646 ნახვა
სამართალი
ფატუ ბენსუდა: ჩემს ოფისს იმედი აქვს, რომ ჩვენთან კონფლიქტის ყველა მხარე ითანამშრომლებს
გასული წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა ჩემ ოფისს, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დაკავშირებულ საქმეებზე შიდა გამოძიების შემდგომი პროგრესის პერსპექტივა აღარ არის", - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ გამოცემა The Guardian-თან საუბარში განაცხადა. სტატია სათაურით: "რუსეთ-საქართველოს ომი: რატომ დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის დანაშაულის გამოძიება" გამოქვეყნდა. როგორც ფატუ ბენსუდა სტატიაში წერს, 2008 წელს, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა, მათ შორის მშვიდობისმყოფელები, ათასობით ადამიანი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. ფატუ ბენსუდა ასევე აღნიშნავს, რომ ქართული და რუსული მხარეები გამოძიებას ატარებდნენ, თუმცა საქართველოში ეს პროცესი "სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების არასტაბილური ვითარების გამო" შეჩერებულია. ბენსუდას თქმით, ამის შემდეგ მან მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს საკუთარი გამოძიების ჩატარების თხოვნით. "ჩემ ოფისს იმედი აქვს, რომ კონფლიქტის ყველა მხარე ითანამშრომლებს ჩვენთან", - წერს ფატუ ბენსუდა. ამ ეტაპზე დაიწყება მტკიცებულებების შეგროვება სხვადასხვა წყაროდან, ხოლო ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება მომდევნო ეტაპზე განხორციელდება. "თუ მოპოვებული მტკიცებულებები მოგვცემს გონივრულ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პირმა ჩაიდინა ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მაშინ გადავალთ შემდეგ ეტაპზე - მივმართავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გასცეს დაკავების ორდერი ან გამოსცეს ბრძანება სასამართლოში გამოცხადების შესახებ", - წერს ბენსუდა. ფატუ ბენსუდა საქართველოში ვიზიტს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ შეხვედრებს წარმატებულს უწოდებს და წერს, რომ ვიზიტის დროს საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, სრულად ითანამშრომლოს გამოძიებასთან. შეგახსენებ, რომ გამოძიება არის დამოუკიდებელი იურიდიული პროცესი და არ არის ვინმეზე გამიზნული, არ ეხება გეოპოლიტიკას ან პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას, "სამხრეთ ოსეთის" სტატუსის განსაზღვრას, ან ვინმესთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)