|
2025-10-29 10:34:55, 817 ნახვა
სამართალი
საია: უნგრულმა ორგანიზაციებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვეს და წერილობითი პოზიცია წარადგინეს. საიას ცნობით, ორგანიზაციები საქართველოში მიღებულ კანონს უნგრეთში მიღებულს ადარებენ. მათი შეფასებით, ასეთი კანონები, ძირითადად, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურებიან და დამატებით, ხშირად არღვევენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ სხვა უფლებებსაც, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებას. "უნგრული ორგანიზაციების წერილობით მოსაზრებაში ვკითხულობთ: მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კანონები ხშირად წარმოდგენილია როგორც „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ ან „გამჭვირვალობის გაზრდის“ საშუალება, რეალურად, ისინი მიზნად ისახავენ კრიტიკული აზრის ჩახშობას და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას. ამ ტიპის საკანონმდებლო აქტებში გამოყენებული ბუნდოვანი სამართლებრივი ფორმულირებები ქმნიან თვითნებური ინტერპრეტაციის საფრთხეს, რაც არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს და აძლევს ხელისუფლებას შესაძლებლობას, სუბიექტურად გამოიყენოს კანონი ორმაგი სტანდარტებით. შესაბამისად, ეს კანონები მოქმედებენ, როგორც დაშინებისა და რეპრესიების ინსტრუმენტები". - წერს საია. საიას განცხადებით, უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ, რომ საქართველოში მოქმედი კანონი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ განიხილოს არა იზოლირებულად და ფორმალურად სამართლებრივად, არამედ, დამატებით გაითვალისწინოს მტრული კონტექსტის კუმულაციური, ურთიერთდაკავშირებული ეფექტები. "მესამე მხარის მიერ ხაზგასმულია, რომ სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელი საზოგადოებრივი დარაჯია და მისი სტიგმატიზება, გაჩუმება ან მარგინალიზება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დემოკრატიულ საფუძვლებზე თავდასხმას წარმოადგენს". - წერია საია-ს განცხადებაში.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)