|
2025-10-12 22:56:49, 2316 ნახვა
კომენტარი
არქიმანდრიტი, დოროთე - ამით დიტო სამხარაძე ამბობს, რომ პატრიარქის შეცვლა შეუძლია მთავრობას
“ამით დიტო სამხარაძე ამბობს, რომ პატრიარქის შეცვლა შეუძლია მთავრობას, ანუ სინოდს აყენებს შეურაცხყოფას, სინოდი არსებობს სიმბოლურად, თურმე პაატა ბურჭულაძე ან მურთაზ ზოდელავა ან ლევან ხაბეიშვილი მე პირდაპირ მაკურთხებდნენ პატრიარქად და ეს შეუძლია მთავრობას, ეს ბიძინამ არ გააკეთა თორემ ამას "ნაციონალები" გააკეთებენ, არადა, ბიძინა რაც მოვიდა იმის შემდეგ ამას აკეთებს, უბრალოდ ვერ გააკეთა, ვერ მოერია პატრიარქს” - თქვა არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმა "ფორმულას" ეთერში. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ივანიშვილის დეპუტატმა დიტო სამხარაძემ დოროთე ყურაშვილის ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა - "ეს ჰომოსექსუალების პარტიელი, ამ სიტყვებს, სამების ამშენებელზე ამბობს! ერისკაცზე, რომელმაც ასობით ეკლესია ააშენა! ასობით ტაძარი და ციხე-სიმაგრეები აღადგინა! ამისნაირი ფარისევლების მიერ უცხოელებზე გაყიდული, ასობით ხატი და სიწმინდე დაუბრუნა საქართველოს! კანონი მიიღო მისმა გუნდმა, რომ ელგებეტე პროპაგანდა აიკრძალა ქვეყანაში! ეკლესიის გაძლიერება დავიწყეთ ბატონი ბიძინას დავალებით და ეს, ანაფორაში გამოპარჭყული ნაცი, მინიმუმ აქ რაც ჩამოვთვალე აიგნორებს და ხალხს ატყუებს! პეტრე 2-ა ეს გოთვერანი" ვიდეოში, რომელიც სამხარაძემ გააზიარა, არქიმანდრიტი ამბობს - "რაც ამ მთავრობამ გაუკეთა ეკლესიას და პირადად პატრიარქს არცერთს არ გაუკეთებია. გაიხსენეთ რეები გაუკეთეს პატრიარქს?! ეს ყველაფერი დაიწყო, როცა ბიძინამ თქვა, რომ პატრიარქსაც ეშლება. ეს მაშინ თქვა, როცა თვითონ იყო რეიტინგულად მაღალ მდგომარეობაში, თუმცა პატრიარქი მასზე მაღლა იმყოფებოდა და ხალხი პატრიარქს უფრო ენდობოდა. ეს ვერ აიტანადა ამხელა რეიტინგზე მყოფი კაცი, რომელიც მთელ მთავრობას მართავ იტყვი, რომ პატრიარქს ეშლება და ჩვენ შეგვიძლია მას არ დავუჯეროთ"
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)