|
2025-10-12 10:08:26, 3579 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და ტრამპმა უკრაინაში „ტომაჰაკის“ რაკეტების გადაცემის საკითხი განიხილეს — Axios
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა, შაბათს ტელეფონით განიხილეს ამერიკული „ტომაჰაკის“ ფრთოსანი რაკეტების უკრაინაში გადაცემის შესაძლებლობა, იტყობინება Axios ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. Axios-ს არ აქვს ინფორმაცია საუბრის შედეგების შესახებ. გამოცემის წყაროების ცნობით, საუბარი ნახევარი საათი გაგრძელდა. თავად ზელენსკიმ შაბათს შუადღისას დაწერა, რომ მას ტრამპთან „კარგი, ძალიან პროდუქტიული“ საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც მათ უკრაინის ენერგომატარებლებზე რუსეთის დარტყმები და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება განიხილეს. „არსებობს კარგი ვარიანტები, ძლიერი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ძალები“, - წერს ზელენსკი. „ტომაჰაკის“ ფრთოსანი რაკეტები არ არის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები და არანაირი კავშირი არ აქვთ საჰაერო თავდაცვის სისტემებთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)