19:11 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-07 23:19:12, 1206 ნახვა

სამართალი
შსს-მ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 4 პირი დააკავა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის სანქცირებულმა მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე გაანცხადა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კიდევ 4 პირი დააკავეს - ესენი არიან: ვ.გ., კ.ე., მ.ლ. და ნ.გ..

ამ დროისათვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში უკვე დაკავებულია 22 პირი, ხოლო 3 პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ხორციელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული 3 პირი ამ დრომდე იმყოფება მიმალვაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები. - ამბობს შს მინისტრის სანქცირებული მოადგილე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics