22:18 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-17 11:23:44, 3547 ნახვა

სამართალი
სამართალდამცველებმა 2004 წლიდან ძებნილი პირი აეროპორტში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, ძებნილი ი.ა. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული სამართალდამცველების მიერ 2004 წლიდან იძებნებოდა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით.

სამართალდამცველებმა მსჯავრდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის საზღვრის კვეთას სხვის სახელზე გაცემული პასპორტით ცდილობდა.

ბრალდებული უკვე გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics