|
2016-03-22 23:21:18, 400 ნახვა
პოლიტიკა
ელისო კილაძე სკანდალურ აუდიოჩანაწერს ავრცელებს
ქრონიკა პლუსის რედაქტორი, ელისო კილაძე, 2013 წელს ინტერნეტსივრცეში გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების საქმესთან დაკაშირებით სკანდალურ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. ამის შესახებ მან გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა. "გიორგი ფარესიშვილის საქმეზე არანაირი განმარტებები არ არსებობს. მე მოვიტანე ძალიან სკანდალური დოკუმენტები, რომლის თანახმად, ბრალდებას ამ შემთხვევაში ჰყავდა ერთადერთი ცრუ მოწმე, ეს გახლავთ ირაკლი გელიტაშვილი. 15-მდე სასამართლო პროცესი ჩატარდა, ნახევარზე არ გამოცხადდა პროკურორი, დავით ჩხენკელი, რომელიც ამ საქმეში ბრალდებას წარმოადგენდა. არ მოიწვიეს გიორგი ფარესიშვილი და არც სხვა მოწმეები. მე მაქვს ერთადერთი ჩანაწერი, ერთადერთი ღია სხდომა, რომელსაც მე ვესწრებოდი. ეს აუდიოჩანაწერი წლების განმავლობაში ჩემთან ინახებოდა, სადაც მოსამართლის კითხვაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ განაცხადა, რომ ის არ ცნობს ამ საქმეში თავს დამნაშავედ," - განაცხადა ელისო კილაძემ. ამასთან, კილაძემ ისაუბრა იმაზე, რომ ფარესიშვილის კადრების გავრცელებაში ხვედელიძეს ბრალი არ მიუძღვის და ეს მის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნით იქნა გამოყენებული. კილაძის თქმით, "პირდაპირი კავშირი შეიძლება, არსებობდეს გიორგი ფარესაშვილის კადრების გავრცელებასა და დღეს გავრცელებულ კადრებს შორის. ხვედელიძე დუმილის დარღვევას აპირებს და ჟრანლისტებთან შეხედრას გეგმავს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)