|
2025-09-01 09:20:11, 4053 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი შორი დისტანციის დარტყმების შესახებ განაცხადა. მან ეს განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ რა იარაღი იქნება გამოყენებული ამ დარტყმების განსახორციელებლად. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა უკრაინისთვის 3350-მდე ERAM რაკეტის გაყიდვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 450 კილომეტრამდეა. მოსალოდნელია, რომ რაკეტები შესაძლოა უკრაინული არმიისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამ შემოდგომაზე. ჯერ კიდევ გაურკვეველია, დაუშვებს თუ არა აშშ მათ გამოყენებას რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ზელენსკიმ 20 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინამ წარმატებით გამოსცადა საკუთარი „ფლამინგო“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი სამ ათას კილომეტრამდეა. მისი თქმით, ამ რაკეტების მასობრივი წარმოება შესაძლოა ექვს თვეში დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)