|
2016-03-22 16:46:12, 438 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ბელარუს კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად, ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოტენციალი იყო. მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა, ისაუბრეს აბრეშუმის გზის ინიციატივის შესახებ და ამ პროცესში საქართველოსა და ბელარუსის უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის გზები დასახეს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 2016 წლის იანვარი-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ვიზიტორების ოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო რესურსებისა და სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)