|
2025-08-14 16:03:59, 2038 ნახვა
საზოგადოება
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკისა და CFN-ის კამპანიაში Galt & Taggart-ი ჩაერთო
ბუნების დასაცავად და ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CFN) თანამშრომლობით ახალ კამპანიას ახორციელებს. ინიციატივის მიზანია, გააერთიანოს დიდი ბრენდები და ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა და ფრინველის სიმბოლოს იყენებენ რათა ერთად შეიტანონ საკუთარი წვლილი ბუნების დაცვის პროცესში. ამჟამად საქართველოს ბანკისა და CFN-ის კამპანიაში 9 ბრენდი მონაწილეობს, მათ შორის არის საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი. Galt & Taggart-ი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებელს საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო-საბანკო მომსახურებას სთავაზობს, რაც ეხმარება მათ, მიაღწიონ დასახულ მიზნებს. კომპანია მხარს უჭერს სტრატეგიულ და ინსტიტუციურ ინვესტორებს, რათა მათ აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. “ჩვენთვის, როგორც საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკისთვის, ბრენდის ღირებულება მხოლოდ რიცხვებით არ იზომება. საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ კომპანიისადმი სანდოობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია იმ სიკეთეების გაზომვა, რომელსაც ორგანიზაცია ქმნის როგორც საზოგადოებისთვის, ასევე გარემოსთვის. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული დიდ ბრენდებსა და კომპანიებზე დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ, შევუერთდით საქართველოს ბანკისა და CNF-ის ინიციატივას, რომელიც ორგანიზაციებს მოუწოდებს, წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში. საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტორთა მოლოდინებსა და საბაზრო ტენდენციების გამოსახატად დამკვიდრებულია ხარისა და დათვის სახით ძლიერი ცხოველების სიმბოლური გამოყენება. Galt & Taggart-ის მიზანი კი იყო მსგავსი სიმბოლური დატვირთვის მქონედ რეგიონისათვის დამახასიათებელი ცხოველის გამოყენება. სწორედ ამიტომ, Galt and Taggart-მა მის ლოგოდ შეარჩია კავკასიის ენდემური და წითელ წიგნში შეტანილი სახეობა - კავკასიური ჯიხვი. ეს უნიკალური ცხოველი მისი სისწრაფით, მოძრაობის სიზუსტითა და სიმტკიცით ეხმიანება და გამოკვეთს Galt & Taggart-ის ღირებულებებსაც- კომპანიის პროფესიონალიზმს, სტაბილურობასა და განვითარებისკენ უწყვეტი სწრაფვას. "გალტ & თაგარტი ლოგოში კავკასიურ ჯიხვს იყენებს - რაც საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში ჩვენს ჩართულობას კიდევ უფრო მეტად სიმბოლურს ხდის. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავით კიდევ ერთი გარემოსდაცვითი ინიციატივის ნაწილი და ჩვენი წვლილი შეგვეტანა ბუნების დაცვის პროცესში“ , - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში. ინფორმაციისთვის, აღნიშნული კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)