|
2025-08-06 13:10:20, 2053 ნახვა
ეკონომიკა
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკის და CNF-ის კამპანიაში თსუ-ც მონაწილეობს
ბუნების დასაცავად, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით, ახალ კამპანიას ახორციელებს. ინიციატივის მიზანი ისეთი დიდი ბრენდებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ. კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკი პარტნიორებს მოუწოდებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში. კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში ამ ეტაპზე 9 ბრენდი მონაწილეობს, მათ შორის ერთ-ერთია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ლოგოში ირმის სიმბოლოს გამოყენებისთვის CNF ფონდში დონაციას გაიღებს. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული საგანმანათლებლო სივრცისთვის, რომლის ფუნქცია ცოდნის გადაცემა და პასუხისმგებლობიანი მოქალაქის ჩამოყალიბებაა, მნიშვნელოვანია მსგავს აქტივობებში მონაწილეობა. ამიტომ, როცა საქმე ეკოსისტემების დაცვას და ცნობიერების ამაღლებას ეხება, თსუ ყოველთვის მზად არის ჩაერთოს მსგავს ინიციატივებში. უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ეკოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის პოპულარიზაციას და თემაზე ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას. შესაბამისად, საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანია სრულ თანხვედრაშია თსუ-ს ღირებულებებთან და სწორედ ამიტომ, ამ პროექტში ჩართულობა უნივერსიტეტისთვის ბუნებრივი და ლოგიკური ნაბიჯია”, - აღნიშნავს ლაშა საღინაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. თსუ-ს გერბზე/ლოგოზე გამოსახულია ირემი, რომელიც თავის ნუკრს ძუძუს აწოვებს – ეს არა მხოლოდ ძველი ქართული ხელოვნებით შთაგონებული სიმბოლოა, არამედ ძლიერი გზავნილიცაა, რომ თსუ სწორედ ის სივრცეა, სადაც ხდება ცოდნის და სიბრძნის გადაცემა თაობებს შორის. “ბუნების დაცვა საერთო პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ამ კამპანიაში მონაწილეობა მხოლოდ სიმბოლურ ქმედებას არ გულისხმობს, ეს არის პოზიციის დაფიქსირება იმაზე, რომ ბუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა. როდესაც სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციები ერთიანდებიან გარემოს დასაცავად, იქმნება არა მხოლოდ ეფექტური შედეგი, არამედ ძლიერ საზოგადოებრივი გზავნილი: ზრუნვა მნიშვნელოვანია და შესაძლებელია თუ ამას ერთად გავაკეთებთ. გმადლობთ თანამშრომლობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ კამპანიის შემდგომ ეტაპებს”, - ლაშა საღინაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)