|
2016-03-21 17:08:41, 436 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
„საქართველოს მთავრობა მეტ ძალისხმევას მიმართავს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალსიწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, სხვადასხვა ქვეყნების ბიზნესკომპანიების დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით საკმაოდ დიდია. რაც მისვე თქმით ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებმა განაპირობა. „დღესდღეობით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების პროგრამით. დღის წესრიგით გათვალსიწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელება სარგებელს მოუტანს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, რამედ სტაბილურობას გაზრდის მთლიანად რეგინში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ევროკომისარი და საქართველოს პრემიერი 70-ზე მეტი ქართული და ევროპული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებნს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, დოკუმენტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და ის შესაძლებლობებია, რომელსაც ქართულ ბიზნესსექტორს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმი სთავაზობს. ცნობისთვის, შეხვედრის ფარგებში მალმსტრომმა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ კვირეული გახსნა, რომელიც 21-დან 25 მარტის ჩათვლით გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)