|
2025-07-02 12:24:28, 1264 ნახვა
ეკონომიკა
თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია (GNPF), Gym Breeze-ისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით, თბილისში პირველად მასპინძლობს პადელის მსოფლიო ტურის ოფიციალურ ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025. ტურნირში მონაწილეობენ პროფესიონალი პადელის მოთამაშეები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან, მათ შორის, ესპანეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ეგვიპტის, საფრანგეთს, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, ინდოეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ყაზახეთის, ისრაელის, თურქეთის, სომხეთის და საქართველოს მოთამაშეები. შეჯიბრი მიმდინარეობს თბილისის ერთ-ერთ წამყვან სპორტულ ლოკაციაზე – Gym Breeze-ის კორტებზე, სადაც გულშემატკივრები მთელი კვირის განმავლობაში დინამიკურ მატჩებს და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებას დაესწრებიან. „მოხარული ვართ, რომ სტუდიო ლიბერთის მხარდაჭერით, თბილისი მასპინძლობს FIP Bronze-ს. მსგავსი ტურნირები მნიშვნელოვანია როგორც სპორტის პოპულარიზაციისთვის, ისე ადგილობრივი მოთამაშეების განვითარების კუთხით. პადელის პოპულარობა საქართველოში სწრაფად იზრდება და დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი საერთაშორისო გამოცდილება ქართველი სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება, მათ შორის, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის"-ქეთი ყიფიანი, საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. პადელის ეროვნული ფედერაციის შესახებ : საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია (GNPF) საერთაშორისო პადელის ფედერაციის (FIP) წევრია. ფედერაციის მისია: საქართველოში პადელის თამაშის კულტურის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა. ფედერაციის ხედვა: საქართველოს პადელის საერთაშორისო რუკაზე მონიშვნა სტუდიო ლიბერთის შესახებ: „სტუდიო ლიბერთი" ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა — პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით და იღებენ ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებებს საბანკო და lifestyle პროდუქტებზე. ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ქვეყნის მასშტაბით www.studioliberty.ge აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)