|
2025-06-06 14:49:13, 1389 ნახვა
ეკონომიკა
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
კინოპრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები 14 ივნისს გამოვლინდებიან. წარმოგიდგენთ 2025 წლის ნომინანტებს: საუკეთესო ფილმი: ლურჯი მოცვი (ელენე მიქაბერიძე) წმინდა ელექტროენერგია (ტატო კოტეტიშვილი) გზაჯვარედინზე (ლევან აკინი) პანოპტიკონი (გიორგი სიხარულიძე) საუკეთესო რეჟისორი: მაკა გოგალაძე - რაც თავი მახსოვს ლევან აკინი - გზაჯვარედინზე ტატო კოტეტიშვილი - წმინდა ელექტროენერგია გიორგი სიხარულიძე - პანოპტიკონი საუკეთესო მსახიობი: დათა ჩაჩუა (პანოპტიკონი) მზია არაბული (გზაჯვარედინზე) ნიკოლო ღვინიაშვილი (წმინდა ელექტროენერგია) ია სუხიტაშვილი (პანოპტიკონი) საუკეთესო ოპერატორი: ოლეგ მუტუ (პანოპტიკონი) ლისაბი ფრიდელი (გზაჯვარედინზე) ტატო კოტეტიშვილი (წმინდა ელექტროენერგია) მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს) საუკეთესო მონტაჟი: ნოდარ ნოზაძე (წმინდა ელექტროენერგია) მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს) იანიკ ლეროი, ფილიპ ბუკი (ლურჯი მოცვი) ლევან აკინი, ემა ლაგრელიუსი (გზაჯვარედინზე) საუკეთესო მხატვრული გაფორმება ქეთევან ნადიბაიძე - პანოპტიკონი როჯერ როზენბერგი - გზაჯვარედინზე სალომე სხირტლაძე - ჰაერი ლურჯი აბრეშუმია ნატო ბაგრატიონი, ანუკა კალანდარიშვილი - წმინდა ელექტროენერგია ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდი დაასახელებს 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატს. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2024 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები და ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ნომინაციების რაოდენობა. სწორედ, 14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეზე შევიტყობთ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო პრემიის საერთაშორისო, ვარსკვლავურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან - კარლოს რეიგადასი, ელენე ნავერიანი, სალომე კიკალეიშვილი, აგნეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე, ანგელიკი პაპულია და ტომას ჰაკიმი. დაარსების დღიდან, პრემია “ელისოს” ერთგული მხარდამჭერი და გენერალური პარტნიორია თიბისი. მთავარი მხარდამჭერები არიან: კოკა-კოლა, სიტროენი, ვაზისუბნის მამული, ენკენი ფილმს, ბლუტაბლა, სარაჯიშვილი და რუმს ჰოტელი.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)