|
2016-03-17 13:48:10, 387 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვას არ ვაპირებთ
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ და ცივილიზებულმა სამყარომ კარგად იცის, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით, 2012 წლიდან ძალიან სერიოზული, კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა. „ ამ ურთიერთობის ნორმალიზაციის კონტექსტში, ჩვენ ვეფუძნებოდით უმთავრეს პრინციპს და ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა. თუ, ჩვენს მეზობელს ურთიერთობის ნორმალიზება სურს, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამ ძირითად პრინციპს”, - განუცხადა ზალკალიანმა ჟურნალისტებს. რაც შეეხება ეუთო-ს ასამბლეას, ზალკალიანის თქმით, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვას არ აპირებს: „ჩვენ ვართ მასპინძლები. ეუთო-ს სურვილია, რომ ეს ღონისძიება შედგეს სრული ფორმატით, ანუ მასში მონაწილეობა მიიღოს ყველა ეუთო-ს წევრმა ქვეყანამ. ჩვენ პატივს ვცემთ ამ ორგანზიაციას. კანონის გადახედვას არ ვაპირებთ. ყველამ პატივი უნდა სცეს იმ კანონს, რომელიც არსებობს", - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე, რუსი დეპუტატები თბილისში ჩამოსვლას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა გააკეთა. მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რუსული მხარე გარანტიებს ითხოვს. კერძოდ, მათი მოთხოვნაა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გაუქმდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)