|
2016-03-17 13:05:08, 381 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: პაპუაშვილი უფლებამოსილების ამოწურვამდე საქმიანობს და იღებს მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ძალიან ბევრი მორალური პრობლემაა იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, წარსულში აქვს კითხვის ნიშნები, რომელსაც მან პასუხი უნდა გასცეს. თუმცა, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი პაპუაშვილს თავისი უფლებამოსილების ვადა კანონით უმთავრდება სექტემბრის ბოლოს და „ის მანამდე საქმიანობს და იღებს ძალიან მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს“. "ძალიან ბევრი მორალური პრობლემა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, წარსულში აქვს კითხვის ნიშნები, რომელსაც მან პასუხი უნდა გასცეს, თუმცა, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მას თავისი უფლებამოსილების ვადა კანონით უმთავრდება სექტემბრის ბოლოს და ის, მანამდე საქმიანობს და იღებს ძალიან მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ეს ასე გაგრძელდება 30 სექტემბრამდე”, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ამ კომენტარით იუსტიციის მინისტრი ვენეციის კომისიის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანდატის შეწყვეტის თაობაზე, ხელისუფლების საჯარო მოწოდებების გამო, შეშფოთებულები არიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)