|
2016-03-17 11:30:52, 634 ნახვა
საზოგადოება
ხათუნა გურეშიძე: ამბულატორიული სისტემა მაქსიმალურად უნდა იყოს გამართული
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საკითხი მოსახლეობისა და დარგის სპეციალისტებისთვის კვლავა ქტუალურ თემად რჩება. ამას ადასტურებს ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის” გამოკითხვა „რა გაწუხებთ?” შუალედური შედეგები, მეორე მხრივ,კი ფონდ„კურაციოს” კვლევის რეზულტატი. პირველი ჯანდაცვის სამინისტროსა და,,გლობალური ალიანსის“ ერთობლივი ინიციატივაა და კამპანიის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში რეგიონულ ცენტრებში გამოკითხულია 16 000 ადამიანზე მეტი ადამიანი. კურაციომ კი კვლევა დარგის სპეციალიოსტებს შორის გასული წლის ბოლოს ჩაატარა. ამ კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტი, რომელთა შორისაც არის პირველადი ჯანდაცვა, ხარჯთეფექტურობის გაზრდა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და ექიმების ანაზღაურება. აღნიშნულ საკითხებზე ეგვესაუბრა ოჯახის ექიმი ხათუნა გურეშიძე. მისი თქმით,ეს სფერო ყველასთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი: „პირველ რიგში, პირველადი ჯანდაცვა ხარჯთეფექტურია. ოჯახის ექიმი წყვეტს, რომელი სპეციალისტის კონსულტაცია სჭირდება პაციენტს. ეს ინსტიტუტი იმიტომაც არსებობს, რომ პაციენტმა ტყუილად არ იაროს სხვადასხვა სპეციალისტთან. ამით ადამიანი უამრავ თანხას ზოგავს. ჩვენთან კონსულტაცია უფასოა, სპეციალისტთან კი გადახდა უწევს“. ხათუნა გურეშიძე, ასევე, გვესაუბრა ამბულატორიული სისტემის რეორგანიზაციის აუცილებლობაზე. „კურაციოს“ კვლევის მიხედვით, ჰოსპიტალურ სექტორზე ხელმისაწვდომობა გაზრდილია, რასაც ვერ ვიტყვით ამბულატორიულ მომსახურებაზე: „ამბულატორიული სისტემა მაქსიმალურად უნდა იყოს გამართული. სოფელში ექიმმა მხოლოდ გამოცდილება-ცოდნის საფუძველზე რა უნდა გააკეთოს, როცა მას ელემენტარული კვლევის ჩატარების საშუალებაც არ აქვს. სწორი დიაგნოზის დასასმელად კვლევის მეთოდებზე წვდომა უნდა იყოს შესაძლებელი და სისხლის ანალიზის გასაკეთებლად პაციენტს რაიონულ ცენტრში ჩასვლა არ უნდა სჭირდებოდეს“. ოჯახის ექიმმა ისაუბრა, ასევე, მედიკოსთა შრომის პირობებზე: „ცალკე საკითხია ექიმების შრომის ანაზღაურება და სამუშაო პირობები. ალბათ, ნებისმიერი მედიკოსი იტყვის, რომ სამუშაო პირობები მისაღები მაინც უნდა იყოს, სასურველი თუ არა, რათა ექიმმა შეძლოს პაციენტთა ხარისხიანი მომსახურება“. ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რეფორმების განხორციელებაში საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი„გლობალური ალიანსი” ეხმარება. კამპანია რა გაწუხებთ? კი ინტერნეტსივრცეში კვლავ გრძელდება და მსურველებს კითხვარის შევსება შეუძლიათ ვებ-გვერდზე www.1505.ge.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)