|
2016-03-16 18:21:04, 435 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე: დამრჩა განწყობა, რომ შეხვედრის ტონალობა იყო საქმიანი
პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულმა მხარემ სხვა საკითხებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჯარიაშენთან ოკუპანტების მიერ დაწყებულ გზის სამშენებლო სამუშაოებზე დააფიქსირა პოზიცია. „მე დამრჩა განწყობა, რომ ჩვენი შეხვედრის ტონალობა იყო საქმიანი. ჩვენ საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხებზე და როგორც უკვე მოგახსენეთ, რამდენიმე თემასთან დაკავშირებით წინ გადავდგით ნაბიჯი, ეს რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, სავაჭრო ურთიერთობებს, 2011 წლის შეთანხმებას. იქ რამდენიმე საკითხი წავწიეთ კიდევ სერიოზულად წინ. ეს რაც შეეხება ჩვენი საუბრის შინაარსს და არსს. ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია იმ დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხდებოა საოკუპაციო ხაზზე. მათ აქვთ თავისი პოზიცია. რამდენადაც მე ვიცი, ამის შესახებ ისაუბრა ბატონმა კარასინმა. რა თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს შორის არის რადიკალურად განსხვავებული პოზიციები. ბუნებრივია უფრო საგნობრივი, დეტალური საუბარი გაგრძელდება ჟენევაში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)