|
2016-03-16 17:42:26, 553 ნახვა
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პროექტის „ფსიქოლოგიური კლუბის“ პირველი შეხვედრა გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ 14-დან 18 წლამდე მოზარდებისათვის იწყებს ახალ პროექტს „ფსიქოლოგიური კლუბი“. პროექტის მონაწილეებთან პირველი შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება, რომელსაც ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ფსიქოლოგი ია კუტალაძე გაუძღვებიან. შეხვედრის თემა პროფესიულ არჩევანსა და მის მნიშვნელობას დაეთმობა. მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს გააცნობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე სიახლეებს; ასევე, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალის შედგენის პროცესის მიმდინარეობასა და სტატისტიკას, თუ რომელი სპეციალობებია მოთხოვნადი საქართველოში. ია კუტალაძე კი მოზარდებს გააცნობს პროფესიული გადაწყვეტილების მიღების პროცესს და იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მომავალი პროფესიული არჩევანისათვის. შეხვედრას დაესწრებიან ცენტრის სხვა თანამშრომლებიც, რათა მოსწავლეებმა საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ. პროექტ „ფსიქოლოგიური კლუბის“ მიზანია ახალგაზრდებში ფსიქოლოგიური ასპექტების განხილვის გზით სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სწორი პროფესიული არჩევნის გაკეთება. იუსტიციის სამინისტროს სსიპ - „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)