|
2025-05-03 11:09:41, 796 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის ადვოკატები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ მან „ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა. „ბატონი კობახიძის ეს განცხადება არ გახლავთ პირველი განცხადება და ეს არამხოლოდ მისი, ასევე სხვა სახელისუფლებო სპიკერების არაერთი განცხადებაა და ორკესტრირებულია. ერთი შინაარსის გარშემო ტრიალებს ყველა ეს განცხადება. თურმე, მზია აკრავდა პოლიციელებს სტიკერებს, თურმე, მზიამ მიიღო დავალება და ეს დავალება პოლიციელების ღირსების შელახვას ეხებოდა. ეს განცხადებები, გარდა იმისა, რომ ცილისმწამებლურია, ასევე უხეშად არღვევს მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციას. ჩვენ ამ ცილისმწამებლურ და მისი უფლებების შემლახველ განცხადებებთან დაკავშირებით მივმართავთ სასამართლოს. არ ვფიქრობდით მიგვემართა ქართული სასამართლოსთვის, ისედაც ვდავობთ სტრასბურგში უკვე გაგზავნილი სარჩელით, მაგრამ მაინც მივმართავთ ქართულ სასამართლოს, სწორედ იმიტომ, რომ ამავე სასამართლოს ვაიძულოთ იმსჯელოს ამ საკითხებზე. ეს სასამართლოც უნდა ვაიძულოთ, თვითონ თქვან, ასეთი განცხადებები არის თუ არა მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვეველი განცხადებები, ცილისმწამებლური განცხადებები. თუ იტყვიან, რომ ეს ასეთი არ არის, რა საკვირველია, ამ საქმესაც წავიღებთ სტრასბურგში“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა. 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში „ოცნების” პრემიერმა მზია ამაღლობელზე თქვა, რომ „მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის. ის კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა და მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა. საპატიმროებში მყოფთა დიდი ნაწილი კი პროპაგანდის მსხვერპლია”.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)