|
2016-03-15 20:24:30, 560 ნახვა
საზოგადოება
თვითმმართველობის მხარდამჭერები: შენობაში შესვლის მოთხოვნით სამართალდამცავებს მივმართეთ, რაც დააკმაყოფილეს
ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არა მარტო თსუ-ს სტუდენტები შევიდნენ, არამედ- სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებიც. როგორც " ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება,მათ შორის შენობაში იმყოფება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი ავთანდილ ადეიშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი თორნიკე ჩიქოვანი. შემოსული სტუდენტების განცხადებით, მათ სამართალდამცველებს შენობაში შესვლის თაობაზე განცხადებით მიმართეს, რაც დაუკმაყოფილეს. ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ შენობაში ლეგალურად შემოვიდნენ.
ილიაუნის თვითმმართველობის პრეზიდენტის თორნიკე ჩიქოვანის ინფორმაციით, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მზად არიან, მეორე სტუდენტური ჯგუფის წევრებს შეხვდნენ, თუკი მათი მხრიდან ამის სურვილი იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შენობაში თვითმმართველობის წევრებს უკანა შესასვლელიდან იმ აქციის რამდენიმე სტუდენტი შეყვა, რომელთა მოთხოვნა რექტორ ვლადიმერ პაპავას გადაყენება არაა და უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის გაუქმება და სისტემური ცვლილებები სურთ. მათი თქმით, თვითმმართველობის მხარდამჭერებს შორის გაერიენ და შენობაში უპრობლემოდ შევიდნენ მაშინ, როცა მეორე სტუდენტური ჯგუფის წარმომადგენლებს თსუ- ში არ უშვებენ. მათივე განმარტებით, სიცრუეა, რომ თვითმმართველობის მხარდამჭერები შენობაში განცხადების საფუძველზე შევიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)