2016-03-15 19:09:13, 518 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტროში სტუდენტებთან შეხვედრას ორივე სტუდენტური ჯგუფის სამ-სამი წარმომადგენელი დაესწრება
განათლების სამინისტროში სტუდენტებთან შეხვედრას ორივე სტუდენტური ჯგუფის სამ-სამი წარმომადგენელი, აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები, თავად რექტორი ვლადიმერ პაპავა, მისი მოადგილე და სენატის წარმომადგენელი დაესწრება.
ამის შესახებ ვლადიმერი პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპავა პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას ვითარების შესატყვისი უწოდა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყება თსუ-ს ადმინისტრაციას მიმართავს, შეარჩიოს პარიტეტული პრინციპით ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რათა 20:00 საათზე სამინისტროში შეხვედრა გაიმართოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან