|
2016-03-15 15:46:34, 1791 ნახვა
სპორტი
თბილისის მერია: “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ბრალდებები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება
თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება. როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ბრალდებები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მათივე განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ხარჯთაღრიცხვის პოზიციების ერთეულების ზღვრული ფასების მითითებით პირველად 2016 წლის იანვარში გამოცხადდა. „დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მთავრობის მისამართით გაჟღერდა ბრალდებები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპელირებენ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ზღვრული ფასების მიუთითებლობაზე და ამბობენ, რომ აღნიშნული საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას უკავშირდება. იმისათვის, რომ საზოგადოება არ იქნას შეცდომაში შეყვანილი განვმარტავთ, რომ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ხარჯთაღრიცხვის პოზიციების ერთეულების ზღვრული ფასების მითითებით პირველად 2016 წლის იანვარში გამოცხადდა. შესაბამისად, ტენდერებში აღნიშნული ზღვრული ფასების მითითების პრაქტიკა, სწორედ, დედაქალაქის ახალმა მთავრობამ დანერგა და წინა ხელისუფლების დროს ქალაქ თბილისის მერიის მიერ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში არასოდეს ყოფილა გამოყენებული. ამასთან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ტენდერში ზღვრული ფასის მითითება სავალდებულო არ არის და თითოეული შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ბრალდებები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)