|
2025-04-24 11:27:00, 1056 ნახვა
საზოგადოება
1-ელ მაისს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული პირების მხარდასაჭერად 10 პროფკავშირი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია მსვლელობას გამართავს
1-ელ მაისს, ორბელიანების (კოლმეურნეობის) მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე 10 პროფკავშირი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია მსვლელობას გამართავს, რითაც გამოხატავენ პროტესტს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიებისა და ზოგადად ქვეყანაში არსებული უსამართლო სოციალური პოლიტიკის გამო. ამის შესახებ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანათავმჯდომარემ, კახი სამხარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, საჯარო სამსახურიდან 800 ადამიანი არის გათავისუფლებული. „რეორგანიზაცია რამდენიმე საჯარო უწყებაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, 800 ადამიანი არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან. მარტო ერთი უწყებიდან, საჯარო რეესტრიდან 200-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული. გარდა ამისა, განათლების სამინისტროში დაიწყო რეპრესიები, ეს ეხება ცენტრალურ აპარატს, იქ ხდება ე.წ. რეორგანიზაცია. რეალურად, აზრის გამო დევნა მიმდინარეობს. ეს პროცესი მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის სკოლებს, უნივერსიტეტებს. ფაქტობრივად, ყველა სკოლის დონეზე მოხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ჩარევა. მძიმე პროცესებს მივიღებთ. ამ მოვლენებთან ერთად, ვაპირებთ სოლიდარულები ვიყოთ საჯარო მოხელეების მიმართ, ვინც რეპრესიების ობიექტია. პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეა. ეს არის ევროპული ცივილიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენც 10 დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირთან ერთად ვაანონსებთ და განვახორციელებთ მსვლელობას, რომელიც დაიწყება კოლმეურნეობის მოედნიდან. ეს არის მოედანი, სადაც პირველად შედგა მშრომელების გამოსვლა. ამ სიმბოლური აქტით დავიწყებთ მსვლელობას 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით. ამის შემდეგ შევუერთდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას“, - აღნიშნა კახი სამხარაძემ.
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)