2016-03-15 14:55:00, 590 ნახვა
საზოგადოება
თვითმმართველობის წევრებმა პაპავას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს
თვითმმართველობის რამდენიმე წარმომადგენელმა თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო.
როგორც ჟურნალისტებს თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განუცხადა, ცილისმწამებლური პოლიტიკა ყოველგვარ ზღვარს გასცდა და ისე გამოჰყავთ, თითქოს დამნაშავეები მხოლოდ "ჩვებ ვყოფილვართ იმაში, რომ თსუ-ში ინსტიტუციური წესრიგი არაა".
„ოდეერის ინსტიტუტს ჩვენს ვეწინააღმდეგებით, მაგრამ თუკი ვლადიმერ პაპავამ ამის შესახებ იცოდა 3 წელი რატომ დუმდა“, - განაცხადა საბაურმა.
თვითმმართველობის პრეზიდენტი და რამდენიმე პირი შიმშილობას აკადემიური საბჭოს ოთახში იწყებენ, რომელიც ვლადიმერ პაპავას ოთახის პარალელურადაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან