|
2025-04-16 21:30:01, 957 ნახვა
საზოგადოება
„ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრთან” დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ მსახიობები შეიკრიბნენ
“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრთან” დავით დოიაშვილის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო მსახიობები შეიკრიბნენ. თეატრის წინ ასევე იკრიბებიან მოქალაქეები, ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. “ეს ჩვენთვის არის განგაშის სიგნალი”,- აცხადებენ მსახიობები. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობის, ნანა ბუთხუზი საზოგადოებას მოუწოდებს გააპროტესტონ ის, რაც ხდება. “ეს არ არის მხოლოდ ჩვენი თეატრის ამბავი, ეს არის ქვეყანა. ეს თეატრი არის საქართველო. საქართველო ვარ მე და თითოეული ჩვენგანი. მათ ჰგონიათ, რომ ეს ქვეყანა არის საროსკიპო. ვიმეორებ შექსპირის სიტყვებს - “საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ მსახიობების გადაკიდებას”. მსახიობები ამ შემთხვევაში არიან ადამიანები. ძალიან არ მინდოდა ეს წუთები დამდგარიყო. დღევანდელ დღემდე თავს მაქსიმალურად ვიკავებდი. არ ვიცი ხვალ და ზეგ რას მოვიმოქმედებ. ყველას მოგიწოდებთ, რომ ქვეყანას ვუშველოთ”,- განაცხადა მსახიობმა. მსახიობ, გიორგი ბახუტაშვილის თქმით, ის რაც კულტურის სამინისტროს სახელით გაჟღერდა, სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის სახელით გაჟღერდა. “ბიძინა ივანიშვილის სახელით გაჟღერდა, რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტრო არაფერ შუაშია. თუ ჰგონია, რომ ის იქნება ერთადერთი ტირანი, ვინც ხალხის დაჭერით ძალაუფლებას დიდხანს შეინარჩუნებს, ამას ცოტა ხანში დაინახავს”,- განაცხადა გიორგი ბახუტაშვილმა. ამასთან, მსახიობ ეკა დემეტრაშვილის შეფასებით ქვეყანაში რეპრესიები დიდი ხანის წინ დაიწყო. “რეპრესიები დიდი ხანია, რაც დაწყებულია. ამას ძალიან დიდი ხანია ვყვირით. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში რეპრესიები არის და თუ ვინმეს სჯერა იმ განცხადების, რასაც ე.წ კულტურის მინისტრი ამბობს, ეს მართლა აბსურდია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ძალიან დამამცირებელია თითოეული მსახიობისთვის, რეჟისორისთვის”, - განაცხადა დემეტრაშვილმა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)