|
2025-04-12 13:43:26, 1110 ნახვა
სამართალი
დიდი ბრიტანეთის სასამართლომ უარყო ზაზა ოქუაშვილის ორი სარჩელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელები უარყო. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ინგლისისა და უელსის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორი სარჩელი, რომელიც ქართველმა ბიზნესმენმა, ზაზა ოქუაშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და რამდენიმე სხვა პირისა და ინსტიტუციის წინააღმდეგ შეიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დავაში მოპასუხეებად ფიგურირებდნენ თავად ბიძინა ივანიშვილი, კომპანია „თბილისის თამბაქო“ და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი. „სასამართლომ აღნიშნული სარჩელების უარყოფის საფუძვლად იურისდიქციული საკითხები და სამართლებრივი პროცესში გამოვლენილი ხარვეზები დაასახელა. მოსამართლე რაჯამ დაადგინა, რომ სარჩელების განხილვა, რომლებიც უკავშირდებოდა სავარაუდო გამოძალვას, პოლიტიკურ დაშინებასა და კორპორატიულ საბოტაჟს, ვერ გაგრძელდება გაერთიანებულ სამეფოში. მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ ქართულ სასამართლო სისტემაზე ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო გავლენის გამო, ისინი საქართველოში სამართლიან სასამართლო პროცესს ვერ აწარმოებენ, თუმცა მოსამართლემ დაასკვნა, რომ ეს საკმარისად არ იყო დასაბუთებული. ოქუაშვილი ივანიშვილსა და სხვებს ადანაშაულებდა 1.79 მილიონი დოლარის გამოძალვის სქემის ორგანიზებაში, რომელიც მოიცავდა ფიზიკურ მუქარას და ნაღდი ფულის იძულებით გატანას, სავარაუდოდ, შეიარაღებული პირების დახმარებით. მეორე სარჩელში ოქუაშვილი ამტკიცებდა, რომ ადგილი ჰქონდა მისი კომპანიის კუთვნილი სიგარეტის პატენტის მითვისების კოორდინირებულ მცდელობას. ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილის თანამზრახველებმა მას აიძულეს შერწყმა და ემუქრებოდნენ მისი ბიზნესების დახურვით, პირადი ზიანის მიყენებითაც“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რაჯამ მკაცრად გააკრიტიკა ოქუაშვილის იურისტების ჯგუფი იმის გამო, რომ მათ საწყის ეტაპზე გაკეთებულ განცხადებებში მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაუმჟღავნეს, მოსამართლემ მათ ასეთ ქცევას „ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდა. „მან ასევე დაადგინა, რომ დელიქტური (ზიანის ანაზღაურების) სარჩელების უმეტესობა, მათ შორის დაშინებისა და შეთქმულების ბრალდებები, ქართული კანონმდებლობის თანახმად, „აშკარად შეზღუდული იყო ხანდაზმულობის ვადით“. სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილი სარჩელების მხოლოდ მცირე ნაწილს, რომლებიც უკავშირდებოდა არამარლთზომიერ გამდიდრებას, „აქვს სერიოზული საკითხები სასამართლოს მიერ განსახილველად“, თუმცა, ისინიც კი წააწყდნენ ბარიერებს, რომლებიც დაკავშირებული იყო იურისდიქციასთან და ინგლისურ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხებთან. მოსამართლის გაწყვეტილებით, სასამართლო ფაქტობრივად აჩერებს ოქუაშვილის სამართლებრივ ბრძოლას ბრიტანეთში, თუმცა ტოვებს შეზღუდულ საფუძველზე ცალკეული სამართალწარმოების წარმართვის შესაძლებლობას, თუ დაკმაყოფილდება სამართლებრივი მოთხოვნები“, – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)