|
2016-03-14 19:05:37, 1284 ნახვა
რეგიონი
აჭარის სსდ ცენტრები სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარით აღიჭურვება
აჭარის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცემა. ტექნიკა ყველა რაიონულ სამსახურში განაწილდება. სამედიცინო მოწყობილობებით კი, რეგიონის ყველა ეკიპაჟი აღიჭურვება. ინვენტარის გადაცემის პროცესს პირადად დაესწრება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა. დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები - სულ 20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი, აჭარის სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟს გადაეცემა. ასევე, რაიონულ სამსახურებში კომპიუტერული ტექნიკა განაწილდება, რომლის მეშვეობითაც ცენტრის ელექტრონული პროგრამა ჩაირთვება. ახალი სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებისთვის, მედპერსონალს შესაბამისი ტრენინგიც ჩაუტარდება. კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებისთვის სპეციალურ სწავლებას გაივლიან რაიონული სამსახურის ხელმძღვანელებიც. რეგიონული სსდ ცენტრების სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარით აღჭურვა 9 მარტს დაიწყო. მოწყობილობები უკვე გადაეცა იმერეთისა და კახეთის რეგიონებს.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)