|
2016-03-14 18:18:07, 385 ნახვა
პოლიტიკა
ქართული ოცნება: ჩვენთვის პოლიტიკური პარტიის სახელით შიდა საუნივერსიტეტო პროცესებში ვინმეს მონაწილეობა მიუღებელია
„ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია აქტუალურ საკითხზე, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია პოლიტიკური პარტიის სახელით შიდა საუნივერსიტეტო პროცესებში ვინმეს მონაწილეობა“, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში. პარტიაში სიცრუეს უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციაში „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მონაწილეობენ. „სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დღეს გამართულ აქციაში. ხაზგასმით ვაცხადებთ, ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია აქტუალურ საკითხზე, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია პოლიტიკური პარტიის სახელით შიდა საუნივერსიტეტო პროცესებში ვინმეს მონაწილეობა. მიგვაჩნია, რომ საუნივერსიტეტო ავტონომია მკაცრად უნდა იყოს დაცული. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მმართველი პარტია საუნივერსიტეტო რესურსის თავისი სუბიექტური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა. პარტია მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც გული შესტკივა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. ასევე, ჩვენ ვთვლით, რომ დაუშვებელია პრობლემების გადაჭრის ძალადობრივი გზა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს უზრუნველყოფილი სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)