06:05 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 18:01:59, 680 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ახალი ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ცნობადობის გაზრდისა და ბაღის საქმიანობის საზოგადოების ფართო ფენებისთვის მარტივად მიწოდების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღი ახალი ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

„შინაარსობრივად ლოგო უნდა ასახავდეს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საქმიანობის არსს, იდეასა და სპეციფიკას, სრულად ან ნაწილობრივ უნდა ფიგურირებდეს მწვანე ფერი, უნდა იყოს პოზიტიური, მარტივი, ადვილად აღქმადი და ესთეტიური. სასურველია ბოტანიკური ბაღის აბრევიატურის ან სახელწოდების გამოყენება, თუ იგი ლოგოს ერთიანი აღქმის და კონცეფციის ნაწილი იქნება. ტექნიკური თვალსაზრისით, ლოგო მარტივად უნდა თავსდებოდეს ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე. არ უნდა იყოს სხვა ლოგოებს მიმსგავსებული, არ უნდა შეიცავდეს პლაგიატსა და არ იწვევდეს მცდარ ასოციაციებს.

თავდაპირველად, მასალა ესკიზების სახით უნდა იყოს წარმოდგენილი შავ-თეთრ და ჭრელ ზედაპირზე JPEG და PNG ფაილის სახით, შემდგომ კი ვექტორულ გრაფიკულ ფორმატში.

წარდგენილი მასალა ხდება საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკუთრება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბაღის ნებისმიერი მიზნებისათვის.

საკონკურსო თანხა შეადგენს 1200 ლარს დღგ-ს გარეშე“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართებზე:

https://tenders.procurement.gov.ge/public/lib/files.php?mode=app&file=1623302&code=1456941848

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=182776&lang=ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics